RSS RSS | მთავარი | კონტაქტი | English | მართვის პანელი
საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაცია
03.03.2022 საბურთალოს აიკიდოს კლუბი იხსნება!

 

ორწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა ვარჯიში საბურთალოს აიკიდოს კლუბში (ს.ჩიქოვანი ქ. 26, 195-ე საშუალო სკოლა). ვარჯიშები ტარდება ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16:30 სთ-ზე.
03.04.2020 ვახტანგ სიხარულიძის (მე-4 დაანი) სემინარი ხარკოვში.

 

29 თებერვალი - 1 მარტს უკრაინის ქალაქ ხარკოვში გაიმართა პირველი საერთაშორისო სემინარი სენსეი ვახტანგ სიხარულიძის (მე-4 დანი) ხელმძღვანელობით. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ხარკოვის ფედერაციის ვებ-გვერდზე.
11.09.2018 ევროპის მე-6 კლუბური ჩემპიონატი.

 

1-2 სექტემბერს ჰოლანდიის ქალაქ ვოორშხოტენში გაიმართა ევროპის მე-6 კლუბური ჩემპიონატი აიკიდოში, სადაც მონაწილეობას იღებდა თბილისის აიკიდოს ნაკრებიც სამი სპორტსმენის შემადგენლობით - ვახტანგ სიხარულიძე (მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ორგზის ჩემპიონი), ვახტანგ ობგაიძე (ევროპის ორგზის ჩემპიონი) და ლაშა როსტომაშვილი (ევროპის სამგზის ჩემპიონი).
მიუხედავად მძიმე შეხვედრებისა და მსაჯთა აშკარა არაკვალიფიციურობისა, რაც ბევრმა სხვა ქვეყნის წარმომადგენელმაც აღნიშნა, ჩვენმა ნაკრებმა მოახერხა და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ სამშობლოში. ვულოცავ ჩვენ ნაკრებს აღნიშნულ წარმატებას!
უნდა აღინიშნოს, რომ როგორც წინა ევროპის ჩემპიონატებზე, წელსაც ჩვენი ნაკრები საკუთარი სახსრებით გაემგზავრა და არანაირი დაფინანსება და მხარდაჭერა სახელმწიფოსგან არ მიუღია.
13.12.2016 თბილისის მე-12 ღია ტურნირი.

 

19 ნოემბერს, ძიუდოს აკადემიაში (ბელიაშვილის 5) გაიმართა თბილისის მე-12 ღია ტურნირი აიკიდოში ბავშვებსა და მოზარდებში. მონაწილეობდა.... ვრცლად »
05.07.2016 ასოციაციის წევრთა ატესტაცია.

 

26 ივნისს დიღმის კლუბში (ბელიაშვილის 5) გაიმართა ასოციაციის წევრთა ატესტაცია. მონაწილეობდა 24 სპორტსმენები თბილისის ოთხი კლუბიდან. ვრცლად »
06.06.2016 საქართველოს მე-11 ღია ჩემპიონატი და ფესტივალი აიკიდოში.

 

29 მაისს ჭიდაობის ფედერაციის ფალავანთა კლუბში (ჭავჭავაძის გამზ. 49ა) გაიმართა საქართველოს მე-11 ღია ჩემპიონატი და ფესტივალი აიკიდოში. მონაწილეობა მიიღო... ვრცლად »
ქართველი მსოფლიო ჩემპიონები.

 

მსოფლიო აიკიდოს ისტორიაში პირველად ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. 22-25 ოქტომბერს შვეიცარიის ქალაქ ფიშში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვახტანგ სიხარულიძემ და ივანე ბიბილაშვილმა პირველი ადგილი დაიკავეს. უნდა აღინიშნოს, რომ ოქროს მედლებს მხოლოდ იაპონელი, ბრიტანელი და ქართველი სპორტსმენები დაეუფლნენ. სამწუხაროდ მსაჯთა უხეში შეცდომების გამო, რეზო ცქიფურიშვილი და გიორგი ბეკოშვილი მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ ჩემპიონატს. თუმცა მონაწილეთა და მაყურებელთა დიდი სიმპატია დაიმსახურეს. ვულოცავთ ვანოს და ვახტანგს ამ დიდ გამარჯვებას. მომავალში უფრო მეტი ოქროს მედლები ჩამოგეტანოთ.
27.05.2015 საქართველოს მე-10 ჩემპიონატი აიკიდოში.

 

24 მაისს სპორტულ კომპლექს "შევარდენი - 2005"-ში (აღმაშენებლის 95) გაიმართა საქართველოს მე-10 ჩემპიონატი აიკიდოში. ჩემპიონატის შედეგები იხილეთ... ვრცლად »
22.02.2015 ზამთრის ბანაკი "ბაკურიანი - 2015".

 

15-20 იანვარს ბაკურიანში გაიმართა რიგით მეშვიდე ზამთრის ბანაკი. სურათების სანახავად დააჭირეთ აქ.
04.12.2014 თბილისის მე-11 ღია ტურნირი აიკიდოში (ბავშვებსა და მოზარდებში).

 

16 ნოემბერს გაიმართა თბილისის მე-11 ღია ტურნირი აიკიდოში ბავშვებსა და მოზარდებში. ტურნირში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაციის ოთხი კლუბის... ვრცლად »
საზაფხულო ბანაკი ქობულეთში.

 

16-26 ივლისს გაიმართა საზაფხულო ბანაკი "ქობულეთი-2014". სურათების სანახავად დააჭირეთ აქ.
13.08.2014 საზაფხულო ბანაკი ბაზალეთზე.

 

3-11 ივლისს გაიმართა საზაფხულო ბანაკი "ბაზალეთი-2014". სურათების სანახავად დააჭირეთ აქ.
26.04.2014 ისევ ევროპის ჩემპიონები დაბრუნდნენ.

 

საქართველოს ოთხკაციანი ნაკრები კვლავ გამარჯვებული დაბრუნდა ევროპის მეოთხე ჩემპიონატიდან, რომელიც ბელგიის ქალაქ ანტვერპენში 19-20 აპრილს გაიმართა. ვრცლად »
26.01.2014 ზამთრის ბანაკი "ბაკურიანი - 2014".

 

13-18 იანვარს ბაკურიანში გაიმართა რიგით მეექვსე ზამთრის ბანაკი. სურათების სანახავად დააჭირეთ აქ.
27.11.2013 თბილისის მე-10 ღია ტურნირი აიკიდოში

 

24 ნოემბერს გაიმართა თბილისის მე-10 ღია ტურნირი აიკიდოში ბავშვებსა და მოზარდებში (ტანტო რანდორიში). ტურნირში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაციის ოთხი კლუბის... ვრცლად »
09.10.2013 ასოციაციის გვერდი myvideo.ge-ზე.

Myvideo.ge-ზე შეიქმნა ჩვენი ასოციაციის გვერდი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ბევრი საინტერესო ვიდეო.
დააწკაპუნეთ ბანერზე, მოიწონეთ ვიდეოები და გამოიწერეთ არხი Sport Aikido.
5.08.2013 საზაფხულო ბანაკი ბაზალეთზე.

 

5-13 ივლისს გაიმართა საზაფხულო ბანაკი "ბაზალეთი-2013". სურათების სანახავად დააჭირეთ აქ.
21.04.2013 საქართველოს მე-9 ღია ჩემპიონატი და ფესტივალი აიკიდოში.

 

20 აპრილს, ძიუდოს აკადემიაში (ბელიაშვილის #5) გაიმართა საქართველოს მე-9 ღია ჩემპიონატი და ფესტივალი აიკიდოში. ტურნირში მონაწილეობას იღებდა საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაციის ოთხი კლუბის სპორტსმენი. ასევე ფესტივალში მიიღო მონაწილეობა იოშინკან აიკიდოს ფედერაციამ, აიკიდო აიკიკაის წარმომადგენლებმა, აიკიჯუცუ გოშინკანის ფედერაციამ და აზერბაიჯანის აიკიდოს... ვრცლად »
15.05.2012 საქართველოს VIII ღია ჩემპიონატი და ფესტივალი აიკიდოში.

 

13 მაისს, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის დარბაზში, გაიმართა საქართველოს VIII ღია ჩემპიონატი და ფესტივალი აიკიდოში. ტურნირში მონაწილეობას იღებდა საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაციის ოთხი კლუბის წარმომადგენელი. ასევე იოშინკან აიკიდოს ფედერაცია საჩვენებელი გამოსვლებით. ვრცლად »
უნო (მე-8 დანი) და სატო (მე-6 დანი) სენსეის სემინარი და ატესტაცია სოფიაში.

 

16-18 მარტს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა იაპონელი ოსტატების, კენში უნო (მე-8 დანი, იაპონიის აიკიდოს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი) და ტადაიუკი სატო (მე-6 დანი, ვასედას აიკიდოს კლუბის ხელმძღვანელი) სემინარები და ატესტაცია. ჩვენი ასოციაციის ორმა წევრმა, ვახტანგ სიხარულიძემ და ლაშა როსტომაშვილმა, უკრაინელ და ბულგარელ აიკიდოისტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ სემინარებში. ვრცლად »
25.02.2012 ჯონათან კამერონ სენსეის (VI დანი) სემინარები თბილისში.

 

15-19 თებერვალს თბილისში გაიმართა იაპონიის აიკიდოს ასოციაციის ინსტრუქტორის, ჯონათან კამერონ სენსეის (VI დანი, დიდი ბრიტანეთი) რიგით მეექვსე სემინარი. სურათების სანახავად დააწკაპუნეთ აქ.
10.05.2011 საქართველოს VII ღია ჩემპიონატი და ფესტივალი აიკიდოში

 

7 მაისს თბილისში გაიმართა საქართველოს VII ღია ჩემპიონატი და ფესტივალი აიკიდოში. ღონისძიება ძიუდოს აკადემიაში გაიმართა. გარდა საქართველოს ტომიკი აიკიდოს ფედერაციის წევრებისა, მონაწილეობა მიიღო ფოთის ტაკემუსუ აიკიდოს კლუბმა, საქართველოს აიკიკაის ფედერაციამ, აზერბაიჯანის და რუსეთის აიკიდოისტებმა. ვრცლად »
10.09.2010 ქართველი აიკიდოისტები კვლავ ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

 

საქართველოს სამკაციანი ნაკრები კვლავ გამარჯვებული დაბრუნდა ევროპის მეორე ჩემპიონატიდან, რომელიც ჩეხეთის ქალაქ ბუდეიოვიცეში 4-5 სექტემბერს გაიმართა. ვრცლად »
30.09.2009 ქართველები იაპონიიდან მსოფლიოს პრიზიორები დაბრუნდნენ

 

საქართველოს ნაკრებმა წარმატებულად იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე კიოტოში, საიდანაც მსოფლიოს პრიზიორები დაბრუნდნენ. ვრცლად »
02.03.2009 ჰიტოჰირო საიტო სენსეის სემინარი

 

27 თებერვალი - 1 მარტს სლოვაკეთის ქ. ბრატისლავაში გაიმართა ჰიტოჰირო საიტო სენსეის სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ვახტანგ სიხარულიძემ.
01.10.2008 ქართველი ევროპის ჩემპიონები

 

ქართველი ევროპის ჩემპიონები – ევროპის პირველი ჩემპიონატი აიკიდოში, ჩეხეთი. ვრცლად »
სიახლეების გამოწერა ელ. ფოსტით

This Section is Blocked For BOTS!

საიტი შექმნილია Stichoza-ს მიერ Copyright © 2024 GTAF
უახლოესი გეგმები
  • 26.06.2022 - ატესტაცია, თბილისი.
  • July - საზაფხულო ბანაკი, გონიო

  • ყველა ღონისძიება »
    სხვადასხვა

     
    გაუზიარე ეს გვერდი

    რეკლამა
    სტატისტიკა
    ამჟამად საიტზეა: 0
    გენერაცია: 0.481 წამი