RSS RSS | მთავარი | კონტაქტი | მართვის პანელი
საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაცია

ვარჯიში ფეხებისთვის - უნსოკუ

არსებობს გადაადგილების ორი საბაზო გზა: შიკო, როცა მუხლებზე ვდგავართ და უნსოკუ, როცა ფეხზე ვდგავართ.

უნსოკუ, არის შიზენტაის პრაქტიკული გამოყენება. ეს არის ბუნებრივი დგომის შენარჩუნების გზა, როცა რვა მხარეს გადავაადგილდებით: წინ, უკან, მარცხნივ, მარჯვნივ და წინა და უკანა კუთხეების მიმართულებით. მიუხედავათ სწრაფი გადაადგილების, თქვენი ტანის ზედა ნახევარი სწორე რჩება, ხოლო ქვედა ნახევარი მოძრაობს სწრაფად და თავისუფლად. როგორც კი ერთი ფეხი იწყებს მოძრაობას, მეორე ფეხი მაშინვე მიყვება და თქვენ ინარჩუნებთ სწორ დგომს და გაქვთ სწრაფი შეტევის ან დაცვის შესაძლებლობა.

აიკიდოში, ფეხების მოძრაობა სრაფად უნდა შესრულდეს თვლის შემდეგ და ველოდოთ სწორ დგომში შემდეგ თვლას. ყველა მოძრაობა უნდა შესრულდეს დროის რაც შეიძლება მოკლე მონაკვეთში და ყველა პოზიციაში უნდა შევჩერდეთ. ყოველთვის, როცა ვჩერდებით სხვადასხვა პოზიციაში, უნდა გვქონდეს მყარი დგომი, ორივე ფეხით უნდა ვიდგეთ ტატამზე და არ უნდა ვიყოთ გვერდზე გადახრილი. გადაადგილებისას ფეხი უნდა მისრიალებდეს ტატამის ზედაპირზე, არ უნდა ცილდებოდეს მას და რაც შეიძლება სწრაფად ვმოძრაობდეთ.

ტომიკიმ დაგვიტოვა ეს მნიშვნელოვანი სიტყვები: "თავიდან ბოლომდე ყველაფერი მოძრაობაა". ეს ნიშნავს: აიცილო უკეს შეტევა, დაიჭირო მისი ხელი, გამოიყვანო წონასწორობიდან, შეარჩიო ტექნიკა და შეასრულო ის, ეს ყველაფერი იდორიოკუთი სრულდება. უნსოკუ არის საფუძველი ამ ყველა მოძრაობის.


ნაწილი 1 (წინ, უკან)
ეს მოძრაობა გამოიყენება თქვენსა და მოწინააღმდეგეს შორის მანძილის (მააი) შესანარჩუნებლად. ასევე შეტევისთვისაც.
გაითვალისწინეთ, რომ შუა პოზიცია, პოზიცია N4, იგივეა რაც საწყისი პოზიცია. აქ გეძლევათ შესაძლებლობა შეცვალოთ მარცხენა დგომი მარჯვენით.






ნაწილი 2 (მარცხნივ, მარჯვნივ)
ეს გამოიყენება შეტევისგან გვერდზე თავის დასაღწევად.






ნაწილი 3 (წინა კუთხეები, უკანა კუთხეები)
ეს მოძრაობა საშუალებას გაძლევთ აიცილოთ შეტევა და შეასრულოთ სხვადასხვა ტექნიკა ან კონტრშეტევა.






სიახლეების გამოწერა ელ. ფოსტით

This Section is Blocked For BOTS!

საიტი შექმნილია Stichoza-ს მიერ Copyright © 2024 GTAF
უახლოესი გეგმები
  • 26.06.2022 - ატესტაცია, თბილისი.
  • July - საზაფხულო ბანაკი, გონიო

  • ყველა ღონისძიება »
    სხვადასხვა

     
    გაუზიარე ეს გვერდი

    Get Adobe Reader to view PDF files
    რეკლამა
    სტატისტიკა
    ამჟამად საიტზეა: 0
    გენერაცია: 0.168 წამი