RSS RSS | მთავარი | კონტაქტი | English | მართვის პანელი
საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაცია
10.05.2011 საქართველოს VII ღია ჩემპიონატი და ფესტივალი აიკიდოში

საქართველოს VII ღია ჩემპიონატი და ფესტივალი აიკიდოში გაიმართა ძიუდოს აკადემიაში. ტურნირში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტომიკი აიკიდოს ფედერაციის ოთხი კლუბის და მოსკოვის კლუბის სპორტსმენი. ასევე ფესტივალში მიიღო მონაწილეობა საქართველოს აიკიდო აიკიკაის წარმომადგენლებმა, ფოთის ტაკემუსუ აიკიდოს კლუბმა და აზერბაიჯანის აიკიდოს ფედერაციამ. სულ ჩემპიონატსა და ფესტივალში მონაწილეობდა 82 აიკიდოისტი.

ტურნირი გაიმართა შვიდ კატეგორიაში: რანდორი ნო კატა (10 ტექნიკა) – 7-13 წ. - მონაწილეობდა 13 წყვილი; რანდორი ნო კატა (17 ტექნიკა) – 14 წლიდან - 11 წყვილი; თავისუფალი კატა - 14 წლიდან – 7 წყვილი; ტანტო რანდორი – გოგონები და ვაჟები (7-10 წ.) – 10 სპორტსმენი; (11-13 წ.) – 18 სპორტსმენი; (14-16 წ.), - 14 სპორტსმენი; უფროსები (17 წ. და ზევით) – 12 სპორტსმენი.

ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს ტომიკი აიკიდოს ფედერაცია.
მთავარი მსაჯი – ვახტანგ სიხარულიძე.

სურათების სანახავად დააჭირეთ აქ.

შედეგები:

რანდორი ნო კატა (10 ტექნიკა) – 7-13 წ.

1– არმენ სარქისიანი / რეზო ნიქაბაძე (ვარკეთილი)
2 – გიორგი ნაოჭაშვილი / ლიზი ბუცხრიკიძე (ვაკე)
3 – დემეტრე ძმანაშვილი / ჯემალ ბაიდოშვილი (ცენტრალური)


რანდორი ნო კატა (17 ტექნიკა) – 14 წლიდან

1 – ალექსანდრე ედიშერაშვილი / ილია ლოლაშვილი (ვარკეთილი)
2 – ლაშა როსტომაშვილი / გოგა ნოზაძე (დიღომი)
3 – რეზო ცქიფურიშვილი / გიორგი წიკლაური (ვაკე)


თავისუფალი კატა – 14 წლიდან

1 – ლაშა როსტომაშვილი / გიორგი მაისურაძე (დიღომი/ვაკე)
2 – მირანდა რეხვიაშვილი / ვანო ბიბილაშვილი (ცენტრალური)
3 – თემურ ავსაჯანიშვილი / ავთანდილ ხმიადაშვილი (ცენტრალური)


ტანტო რანდორი:

გოგონები და ვაჟები (7-10 წ.)

1. ლუკა ჩუბინიძე (ვაკე)
2. არტემ სარქისიანი (ვარკეთილი)
3. ნიკა ბეკოშვილი (დიღომი)


გოგონები და ვაჟები (11-13 წ.)

1. ალექსანდრე მადოიანი (ვარკეთილი)
2. არარატ საიადიანი (ვარკეთილი)
3. რევაზ ნიქაბაძე (ვარკეთილი) და დემეტრე ძმანაშვილი (ცენტრალური)


გოგონები და ვაჟები (14-16 წ.)

1. გიორგი ნოზაძე (დიღომი)
2. ნიკოლოზ ბენდიანიშვილი (ვარკეთილი)
3. გიორგი მაისურაძე (ვაკე) და ბუჩუკური ცოტნე (ვაკე)


ვაჟები (17 წ. და ზევით)

1. ლაშა როსტომაშვილი (დიღომი)
2. ილია ლოლაშვილი (ვარკეთილი)
3. თორნიკე ჯოხაძე (ცენტრალური) და დანილ ლავრენტიუკი (მოსკოვი)


ტურნირის საუკეთესო მონაწილედ დასახელდა და პრიზი გადაეცა ლაშა როსტომაშვილს (დიღმის კლუბი).

ასევე მსაჯებმა დაასახელეს თავიანთი სიმპატია და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ: მარიამ და ეკატერინე კაკუტაშვილებს, ანა შალიბაშვილს და გიორგი ფირცხალიას. ასევე ფესტივალის ყველა მონაწილეს გადაეცა დიპლომები.
სიახლეების გამოწერა ელ. ფოსტით

This Section is Blocked For BOTS!

საიტი შექმნილია Stichoza-ს მიერ Copyright © 2020 GTAF
უახლოესი გეგმები
  • 29.02-01.03 - ვახტანგ სიხარულიძის (4 დანი) სემინარი. ხარკოვი, უკრაინა.
  • 21.03 - ატესტაცია, თბილისი.

  • ყველა ღონისძიება »
    სხვადასხვა

     
    რეკლამა
    სტატისტიკა
    ამჟამად საიტზეა: 0
    გენერაცია: 0.169 წამი