RSS RSS | მთავარი | კონტაქტი | English | მართვის პანელი
საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაცია
ვახტანგ სიხარულიძე - მე–4 დანი
დაიბადა: 12 სექტ. 1974 წ;
აიკიდოში ვარჯიში დაიწყო 1992 წელს (ივამა-რიუ აიკიდო);
1995 წელს მიიღო ივამა-რიუ აიკიდოს 1 ქიუ;
1997 წელს დააფუძნა აიკიდოს კლუბი “ივამა”;
1998 წელს დაიწყო ვარჯიში საშეჯიბრო (ტომიკი) აიკიდოში და ჩამოაყალიბა საქართველოს ტომიკი აიკიდოს ფედერაცია, გახდა მისი პრეზიდენტი. ამჟამად იგი არის საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაციის პრეზიდენტი;
1 დანი მიიღო 2000 წელს, მე-2 დანი - 2002-ში, მე-3 დანი - 2007-ში, მე-4 დანი - 2012-ში;
მისი თაოსნობით საქართველოში 2003 წლიდან ყოველწლიურად იმართება ეროვნული ჩემპიონატები და ტურნირები;
მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სემინარებში იაპონიაში, ბელგიაში, ინგლისში, ნორვეგიაში, ესპანეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, უკრაინასა და რუსეთში;
მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონატში (ლიდსი, ინგლისი - 2003), მეექვსე ჩემპიონატში (კაცუურა, იაპონია - 2005), მერვე ჩემპიონატში (კიოტო, იაპონია - 2009) და მეთერთმეტე ჩემპიონატში (ფიში, შვეიცარია - 2015). ასევე ევროპის პირველ და მეორე ჩემპიონატში (ბუდეიოვიცე, ჩეხეთი - 2008, 2010), მეოთხე ჩემპიონატში (ანტვერპენი, ბელგია - 2014) და მეექვსეჩემპიონატში (ვოორშხოტენი, ჰოლანდია - 2018).

ტიტულები:
2000 წელი – მოსკოვის I საერთაშორისო ტურნირზე I ადგილი კატაში, II ადგილი – ტანტო რანდორიში;
2002 წელი – მოსკოვის II საერთაშორისო ტურნირზე I ადგილი ტანტო რანდორიში;
2008 წელი – ევროპის პირველ ჩემპინატზე ჩეხეთში - I ადგილი კატაში, II ადგილი გუნდურ ტანტო რანდორიში;
2009 წელი – მსოფლიოს მერვე ჩემპიონატზე იაპონიაში - III ადგილი კატაში, III ადგილი შერეულ გუნდურ სახეობაში;
2010 წელი – ევროპის მეორე ჩემპინატზე ჩეხეთში - I ადგილი ნინინ დორიში, II ადგილი კატაში, III ადგილი გუნდურ ტანტო რანდორიში, III ადგილი შერეულ გუნდურ სახეობაში;
2014 წელი - ევროპის მეოთხე ჩემპიონატზე ბელგიაში - II ადგილი რანდორი ნო კატაში,II ადგილი გუნდურ რანდორიში,III ადგილი კორიუ ნო კატაში.
2015 წელი - მსოფლიოს მეთერთმეტე ჩემპიონატზე შვეიცარიაში - I ადგილი რანდორი ნო კატაში.
2018 წელი - ევროპის მეექვსე ჩემპიონატი ჰოლანდიაში - III ადგილი ნინინ დორიში.


სიახლეების გამოწერა ელ. ფოსტით

This Section is Blocked For BOTS!

საიტი შექმნილია Stichoza-ს მიერ Copyright © 2024 GTAF
უახლოესი გეგმები
  • 26.06.2022 - ატესტაცია, თბილისი.
  • July - საზაფხულო ბანაკი, გონიო

  • ყველა ღონისძიება »
    სხვადასხვა

     
    გაუზიარე ეს გვერდი

    რეკლამა
    სტატისტიკა
    ამჟამად საიტზეა: 0
    გენერაცია: 0.174 წამი