ტომიკი აიკიდო – ეს არის ტრადიციული აიკიდოსა და თანამედროვე ძიუდოს ნაზავი. ეს არის აიკიდოს ერთადერთი მიმართულება, რომელიც სწავლის პროგრამაში შეიცავს შეჯიბრს. ამიტომაც ამ სახეობაში იმართება საერთაშორისო ტურნირები, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები. “კატების” და “სპარინგი”-ს კომბინაციას მოაქვს რეალიზმის და პრაქტიკული გამოყენების გრძნობა. პრინციპები და ტექნიკა, რომელიც “კატების” დამუშავებისას ისწავლება, შეიძლება გამოყენებული იქნას რანდორიში, სადაც ტექნიკა ბაზირდება მთლიანად შეტევის ბუნებაზე. “კატა” რანდორის პრაქტიკის გარეშე – მხოლოდ და მხოლოდ უაზრო ცეკვაა, ხოლო რანდორი “კატა”-ს პრინციპის გაგების გარეშე – არ არის აიკიდო.
როგორც ფიზიკური განათლების პროფესორი, კენძი ტომიკი ცდილობდა აიკიდოს სწავლებაში შემოეტანა ძიუდოს სწავლების პროგრესული სტილი. მას სჯეროდა, რომ რანდორი შეიძლება ისეთივე შედეგიანი იყოს აიკიდოს სწავლისათვის, როგორიც ძიუდოშია. იგი წერდა: “ახალბედებში თავისუფალი სტილის ვარჯიში დიდ ინტერესს იწვევს, რაც მათ ჩქარ ადაპტაციასა და საკუთარ თავში რწმენის განმტკიცებაში ეხმარება”.
60-იანი წლების დასაწყისში პროფესორმა კენძი ტომიკიმ დაამუშავა ვარჯიშის მეთოდი შეჯიბრისათვის – ტოშუ რანდორი-ჰო, რომელსაც იგი ასწავლიდა კატების ტრადიციულ ფორმებთან ერთად. მოგვიანებით, როდესაც ტომიკი ცდილობდა გაეუმჯობესებინა აიკიდოს ტექნიკის პრაქტიკული გამოყენება, შექმნა თანამედროვე მეთოდი – ტანტო რანდორი-ჰო, უიარაღოს მუშაობა დანით შეიარაღებულთან.
მსოფლიო ჩემპიონატი აიკიდოში ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ყოველ ოთხ წელიწადში მათ ტრადიციულად იაპონია მასპინძლობს. პირველი საერთაშორისო ტურნირი ტომიკი აიკიდოში 1989 წლის 18 ივნისს ქ. ნარაში (იაპონია) ჩატარდა.
2008 წლიდან დაიწყო ევროპის ჩემპიონატების გამართვა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება, მსოფლიო ჩემპიონატებს შორის. წელს ჩემპიონატი ჰოლანდიიაში გაიმართა.
2012 წელს დაიწყო ევროპის ჩემპიონატების ჩატარება ბავშვებსა და მოზარდებში. პირველი ჩემპიონატი შვეიცარიის ქალაქ ფიშში გაიმართა 27-28 ოქტომბერს. ხოლო წელს ჩემპიონატი რუსეთის ქალაქ ბელგოროდში გაიმართება.