ვარჯიში აიკიდოში დაიწყო 1975 წელს; პირველი დანი მიიღო 1981-ში.
პირველად იაპონიაში გაემგზავრა 1990 წელს და მას შემდეგ ყოველწლიურად რამდენიმე თვით სტუმრობს ამ ქვეყანას, სადაც გადის ინტენსიურ ვარჯიშებს.
ის ასწავლის აიკიდოს დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, რუსეთში, საქართველოსა და ავსტრალიაში.
იგი არის ნარიამა შიხანის ასისტენტი იაპონიის სხვადასხვა დოჯოებში ვარჯიშზე, საერთაშორისო ფესტივალებზე, სემინარებზე ევროპაში, სავარჯიშო ბანაკებში უნივერსიტეტებში და შოდოკანში, და სხვადასხვა საჩვენებლებზე.
იგი არის შოდოკანის სისტემის ოფიციალურ ვიდეოში.
2007 წლის დასაწყისში ჩამოაყალიბა დიდი ბრიტანეთის შოდოკან აიკიდოს ორგანიზაცია.
2008 წელს მიიღო მეექვსე დანი.
კამერონ სენსეი შვიდჯერ იყო საქართველოში (2000, 2006, 2008, 2010, 2011, 2012 და 2017 წ.).