საქართველოს VII ღია ჩემპიონატი და ფესტივალი აიკიდოში
საქართველოს VII ღია ჩემპიონატი და ფესტივალი აიკიდოში გაიმართა ძიუდოს აკადემიაში. ტურნირში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტომიკი აიკიდოს ფედერაციის ოთხი კლუბის და მოსკოვის კლუბის სპორტსმენი. ასევე ფესტივალში მიიღო მონაწილეობა საქართველოს აიკიდო აიკიკაის წარმომადგენლებმა, ფოთის ტაკემუსუ აიკიდოს კლუბმა და აზერბაიჯანის აიკიდოს ფედერაციამ. სულ ჩემპიონატსა და ფესტივალში მონაწილეობდა 82 აიკიდოისტი.
ტურნირი გაიმართა შვიდ კატეგორიაში: რანდორი ნო კატა (10 ტექნიკა) – 7-13 წ. - მონაწილეობდა 13 წყვილი; რანდორი ნო კატა (17 ტექნიკა) – 14 წლიდან - 11 წყვილი; თავისუფალი კატა - 14 წლიდან – 7 წყვილი; ტანტო რანდორი – გოგონები და ვაჟები (7-10 წ.) – 10 სპორტსმენი; (11-13 წ.) – 18 სპორტსმენი; (14-16 წ.), - 14 სპორტსმენი; უფროსები (17 წ. და ზევით) – 12 სპორტსმენი.
ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს ტომიკი აიკიდოს ფედერაცია. მთავარი მსაჯი – ვახტანგ სიხარულიძე.
1. ალექსანდრე მადოიანი (ვარკეთილი)
2. არარატ საიადიანი (ვარკეთილი)
3. რევაზ ნიქაბაძე (ვარკეთილი) და დემეტრე ძმანაშვილი (ცენტრალური)
გოგონები და ვაჟები (14-16 წ.)
1. გიორგი ნოზაძე (დიღომი)
2. ნიკოლოზ ბენდიანიშვილი (ვარკეთილი)
3. გიორგი მაისურაძე (ვაკე) და ბუჩუკური ცოტნე (ვაკე)
ვაჟები (17 წ. და ზევით)
1. ლაშა როსტომაშვილი (დიღომი)
2. ილია ლოლაშვილი (ვარკეთილი)
3. თორნიკე ჯოხაძე (ცენტრალური) და დანილ ლავრენტიუკი (მოსკოვი)
ტურნირის საუკეთესო მონაწილედ დასახელდა და პრიზი გადაეცა ლაშა როსტომაშვილს (დიღმის კლუბი).
ასევე მსაჯებმა დაასახელეს თავიანთი სიმპატია და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ: მარიამ და ეკატერინე კაკუტაშვილებს, ანა შალიბაშვილს და გიორგი ფირცხალიას. ასევე ფესტივალის ყველა მონაწილეს გადაეცა დიპლომები.