RSS RSS | მთავარი | კონტაქტი | English | მართვის პანელი
საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაცია
უნო (მე-8 დანი) და სატო (მე-6 დანი) სენსეის სემინარი და ატესტაცია სოფიაში.

16-18 მარტს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა იაპონელი ოსტატების, კენში უნო (მე-8 დანი, იაპონიის აიკიდოს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი) და ტადაიუკი სატო (მე-6 დანი, ვასედას აიკიდოს კლუბის ხელმძღვანელი) სემინარები და ატესტაცია. ჩვენი ასოციაციის ორმა წევრმა, ვახტანგ სიხარულიძემ და ლაშა როსტომაშვილმა, უკრაინელ და ბულგარელ აიკიდოისტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ სემინარებში. ვახტანგ სიხარულიძემ წარმატებით გაიარა ატესტაცია მეოთხე დანზე და იაპონელ ოსტატთა სიმპატია დაიმსახურა. ატესტაციაში მონაწილეთა შორის მან ერთადერთმა ჩააბარა ყველაზე მაღალ თანრიგზე. ჩვენი სპორტსმენების დონე და ტექნიკა აშკარად გამოირჩეოდა სხვა მონაწილეთა ტექნიკისგან, რაც არაერთხელ აღნიშნეს იაპონელმა ოსტატებმა. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და მომავალში უფრო მეტი და მაღალი მწვერვალებისთვის მიეღწიოთ!

სურათების სანახავად დააწკაპუნეთ აქ.
სიახლეების გამოწერა ელ. ფოსტით

This Section is Blocked For BOTS!

საიტი შექმნილია Stichoza-ს მიერ Copyright © 2024 GTAF
უახლოესი გეგმები
  • 26.06.2022 - ატესტაცია, თბილისი.
  • July - საზაფხულო ბანაკი, გონიო

  • ყველა ღონისძიება »
    სხვადასხვა

     
    რეკლამა
    სტატისტიკა
    ამჟამად საიტზეა: 0
    გენერაცია: 0.156 წამი