21 ნოემბერი 1947 წ.
ტეცურო ნარიამა დაიბადა იამადერაში, იმაგატას პრეფექტურა.მან იამაგატას ძიუდოს კლუბში დაიწყო ვარჯიში. პირველად 1964 წელს უყურა ძიუდოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე და მიზნად დაისახა ოლიმპიური ძიუდოისტი გამხდარიყო.
1966 წ.
მან კოკუშინკანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა და ჩაეწერა აიკიდოს კლუბში. მანდ მოხდა მისი და კენძი ტომიკის შეხვედრა, რამაც მისი მომავალი შეცვალა.
1968 წ.
როგორც კოკუშინკან უნივერსიტეტის აიკიდოს კლუბის კაპიტანი, იგი იყო კენძი ტომიკის უკე იაპონიის ბუდოს საზოგადოების დაარსების ღონისსძიებაზე. მომდევნო წლის ოქტომბერში, ოსაკაში მომოიამა გაკუინ უნივერსიტეტში, მან წარადგინა და ასწავლა ექვსი უნივერსიტეტის სტუდენტებს აიკიდოს რანდორის სისტემა.
1970 წ.
მარტში ტომიკიმ გაგზავნა ნარიამა საშეჯიბრო აიკიდოს გასავრცელებლად ოსაკაში. სტუდენტებისთვის რანდორის სისტემის სწავლასთან ერთად იგი სერიოზულად ვარჯიშობდა ოსაკის აიკიკაის ხელმძღვანელთან, ჰიროკაზუ კობაიაში შიხანთან. 27აგვისტოს იაპონიის ბუდოს პირველ ფესტივალზე მან გააკეთა საჩვენებელი გამოსვლა. 3 ნოემბერს ტოკიოს სპორტის სასახლეში გაიმართა პირველი სრულიად იაპონიის სტუდენტური ტურნირი აიკიდოში.
1972 წ.
25 ნოემბერს ტოკიოს ბუდოკანში მან გააკეთა საჩვენებელი გამოსვლა იაპონიის ბუდოს მეორე ფესტივალზე. ეს იყო ისტორიული ღონისძიება ვინაიდან ერთ შენობაში ერთად გამოდიოდა კიშომარუ უეშიბა (აიკიკაის მეორე თავმჯდომარე), შიოდა გოძო (იოშინკანის თავმჯდომარე) და კენძი ტომიკი (იაპონიის აიკიდოს ასოციაციის თავმჯდომარე).
1973 წ.
იგი იყო იმ ჯგუფის წევრი, რომელთან ერთადაც ტომიკი ტაივანში გაემგზავრა. მათ დემონსტრაცია გამართეს პოლიციის და სამხედრო აკადემიებში და თბილი მიღება დაიმსახურეს ტაივანის შეიარაღებული ძალების მეთაურისგან.
1976 წ.
1 მარტს ნარიამა გახდა მთავარი ინსტრუქტორი შოდოკანში, იაპონიის აიკიდოს ასოციაციის კანსაის სათაო ცენტრში. 28 მარტს ტომიკიმ მასაჰარუ უჩიამას (იაა-ს ვიცე თავმჯდომარე) ასისტენტობით გახსნა ოსაკაში ცენტრალური დოჯო - შოდოკანი. 26 სექტემბერს ნარიამამ გაიმარჯვა ინდივიდუალურ რანდორიში კანტოს მეოთხე ჩემპიონატზე ვასედას უნივერსიტეტში, ტოკიოში.
1977 წ.
21 მარტს შოდოკანის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართა სრულიად იაპონიის აიკიდოს პირველი ტურნირი, რომელიც ოსაკას სასახლესთან ახლოს ოსაკას ბუდოკანში ჩატარდა. ნარიამამ მოიგო ორივე სახეობა, შავი ქამრების ენბუ და მამაკაცთა ინდივიდუალური რანდორი.
1982 წ.
ტომიკის სურვილით ნარიამამ დაიწყო აიკიდოს სწავლება საზღვარგარეთ.
1989 წ.
16 ივნისს მისი საზღვარგარეთ სწავლების შედეგად გაიმართა პირველი საერთაშორისო ტურნირი აიკიდოში ქალაქ ნარაში, ტენრის უნივერსიტეტში. მონაწილეობდა 10 ქვეყნის 20 კლუბის წარმომადგენელი.
1992 წ.
1 აპრილს იგი მიწვეულ იქნა ლექტორად ვასედას უნივერსიტეტის ფიზიკური განვითარების კათედრაზე.
1995 წ.
18 ოქტომბერს მიწვეულ იქნა ლექტორად ოსაკის პოლიციის აკადემიაში.
1997 წ.
6 მაისს შოდოკანის 30 წლის ასაღნიშნი ღონისძიება გაიმართა ოსაკაში, ნიკკოს სასტუმროში. ბევრი ინსტრუქტორი და სტუმარი ესწრებოდა. წარმოდგენილი იყო ღონისძიების მემორიალური წიგნი.